იყავი ერთი საუკუნით წინ!ვიღებთ ახალ პროექტებსმიგრაცია ნებისმიერი ძრავიდან საკუთარ პანელზენებისმიერი სირთულის პლაგინები და მოდულებისაკუთარი მთვლელი და ვებანალიტიკაკავშირზე ვართ WhatsApp-ით და Telegram-ით
იყავი ერთი საუკუნით წინ!ვიღებთ ახალ პროექტებსმიგრაცია ნებისმიერი ძრავიდან საკუთარ პანელზენებისმიერი სირთულის პლაგინები და მოდულებისაკუთარი მთვლელი და ვებანალიტიკაკავშირზე ვართ WhatsApp-ით და Telegram-ით
იყავი ერთი საუკუნით წინ!GENX.GE
იყავი ერთი საუკუნით წინ!
ძლიერი ციფრული პროდუქტები თანამედროვე ბიზნესისთვის
ვქმნი მაღალი წარმადობის ვებაპლიკაციებს, ვიდეოპლატფორმებს, საკუთარ ფლეიერებს, მობილურ და Smart TV აპლიკაციებს, რომლებიც ბიზნესს ზრდაში ეხმარება.
GENX.GE ციფრული ინჟინერიის სტუდიაა. ვქმნი ვებსაიტებს, ვიდეოპლატფორმებს, საკუთარ ფლეიერებს, მობილურ და Smart TV აპლიკაციებს, ჩატებსა და ინდივიდუალურ სისტემებს — იდეიდან გაშვებამდე და გაშვების შემდეგაც.
15წელი გამოცდილება
15 წელია ვაწყობ საიტებს და ვმართავ სერვერებს, რომლებზეც ისინი მუშაობს. პროექტს თავიდან ბოლომდე ერთი ხელი აკეთებს: დიზაინი, კოდი, სერვერი, გაშვება და შემდგომი მოვლა. ამიტომ არ არსებობს „ეს ჩემი ნაწილი არ არის“ — რაც გაფუჭდება, ვიცი სად ვეძებო და როგორ გავასწორო.
სერვერების აწყობა
ცარიელი Linux სერვერიდან მზა გარემომდე: ვებსერვერი, PHP ან Node.js, მონაცემთა ბაზა, დომენები და HTTPS. სერვერს ვარჩევ და ვაწყობ საიტის რეალური დატვირთვის მიხედვით, არა ზედმეტი მარაგით.
VPS და გამოყოფილი სერვერები
რამდენიმე საიტი ერთ სერვერზე, ერთმანეთისგან გამოყოფილი
SSL სერტიფიკატები და ავტომატური განახლება
DNS და Cloudflare-ის გამართვა
სერვერების მართვა
გაშვების შემდეგ სერვერს უყურადღებოდ არ ვტოვებ. ვადევნებ თვალს დატვირთვას, დისკს და ლოგებს, ვაყენებ განახლებებს და ვინახავ სარეზერვო ასლებს, რომ ავარიის შემთხვევაში საიტი სწრაფად აღდგეს.
მონიტორინგი და ლოგების ანალიზი
ავტომატური სარეზერვო ასლები და აღდგენა
ბოტებისა და შეტევებისგან დაცვა, firewall
გათიშვის მიზეზის პოვნა და გასწორება
Nginx და ვებსერვერები
Nginx-ისა და LiteSpeed-ის კონფიგურაცია ხელით, კონკრეტული საიტისთვის: რა მოთხოვნა სად მიდის, რა იქეშება, ვის ეზღუდება წვდომა. სწორი კონფიგურაცია ხშირად უფრო მეტს აჩქარებს, ვიდრე უფრო ძვირი სერვერი.
Reverse proxy და რამდენიმე სერვისი ერთ დომენზე
გადამისამართებები და სუფთა მისამართები
მოთხოვნების ლიმიტები და ბოტების ფილტრი
ვიდეოსა და დიდი ფაილების გაცემა
ქეში და სისწრაფე
ნელი საიტი კარგავს ვიზიტორს და ტვირთავს სერვერს. ვაწყობ ქეშის ყველა შრეს — გვერდის, მონაცემების და CDN-ის — და ვამოწმებ, რომ შესულ მომხმარებელს სხვისი გვერდი არ დახვდეს და ახალი მასალა დროულად გამოჩნდეს.
გვერდის ქეში და მისი სწორი გასუფთავება
Cloudflare და სტატიკური ფაილების ქეში
სურათების, ფონტებისა და სკრიპტების ოპტიმიზაცია
ნელი მოთხოვნების პოვნა მონაცემთა ბაზაში
სტატისტიკა
ვაწყობ საკუთარ სტატისტიკას, რომელიც თქვენს სერვერზე მუშაობს და მონაცემს მესამე მხარეს არ უგზავნის. ხედავთ, რამდენი ადამიანია ახლა საიტზე, რა გვერდებს კითხულობენ და საიდან მოდიან.
ვიზიტორები, ნახვები და „ახლა საიტზე“
გვერდების, წყაროებისა და მოწყობილობების ჭრილი
დაფა სამართავ პანელში
რეკლამის ჩვენებებისა და დაწკაპუნებების აღრიცხვა
საიტების აწყობა
საიტს ვაწყობ ამოცანის მიხედვით და არა მზა შაბლონის ირგვლივ: საკუთარი თემა, საკუთარი მოდულები და სამართავი პანელი, რომელშიც მხოლოდ ის არის, რაც თქვენ გჭირდებათ.
კომპანიის საიტები და პორტფოლიოები
ვიდეოპლატფორმები და საკუთარი ფლეიერები
ჩატი, ანგარიშები, ძიება, შეტყობინებები
ორენოვანი საიტები და SEO-ს საფუძვლები
მიგრაციები
საიტი გადამაქვს სხვა ჰოსტინგზე, სხვა სერვერზე ან სხვა ძრავზე ისე, რომ მასალა, მომხმარებლები და მისამართები შენარჩუნდეს. ძველი ბმულები ახალზე გადამისამართდება, რომ საძიებო სისტემებში ნაშოვნი ადგილი არ დაიკარგოს.
ჰოსტინგიდან ჰოსტინგზე და სერვერიდან სერვერზე
ძრავის შეცვლა მასალის გადმოტანით
გადართვა წინასწარ შემოწმებულ ასლზე
ძველი მისამართების გადამისამართება
დიზაინი
დიზაინს ვხატავ და თვითონვე ვაწყობ კოდში, ამიტომ ის, რაც მაკეტზე ჩანს, საიტზეც ზუსტად ისე გამოიყურება. ვითვალისწინებ ტელეფონს, პლანშეტს, დიდ ეკრანს და ტელევიზორს.
ინტერფეისის დიზაინი და ადაპტიური განლაგება
ანიმაცია და მოძრაობა ზომიერად
არსებული საიტის იერის განახლება
ქართული შრიფტებით მუშაობა
ნებისმიერი ვიზუალისა და სირთულის პროფესიონალური ჩათები.და სოციალური ქსელების შექმნა.
ვქმნით ცოცხალ ვიზუალს, რომელიც ვიზიტორს პასუხობს: სინათლე მაუსს მიჰყვება, სვეტები სიმებივით ჟღერს, ლოგო თავისით იწერება. არც GIF, არც ვიდეო — სუფთა კოდი, რომელიც რამდენიმე KB-ს იწონის, ნებისმიერ ეკრანზე ბროლივით მკვეთრია და შენს საიტზე ერთი ხაზით ჯდება. შენი ბრენდის ფერებში, შენი ხასიათით — ისე, რომ შენი რეკლამა არ გამოტოვონ.
ვაწყობთ ნებისმიერი სირთულის პლაგინებსა და მოდულებს. თუ არსებული ძრავი უკვე გზღუდავთ, პლატფორმას უმტკივნეულოდ გადავიყვანთ საკუთარ სამართავ პანელზე — კონტენტით, მომხმარებლებით და ძველი ბმულებით.
WordPress
DataLife Engine (DLE)
Joomla
Drupal
OpenCart
MODX
1C-Bitrix
PrestaShop
Magento
და სხვა სისტემები
პლაგინები
ნებისმიერი სირთულის პლაგინი და მოდული თქვენს არსებულ სისტემაზე — ნულიდან, თქვენი ამოცანისთვის.
მიგრაცია
ჩანაწერები, მომხმარებლები, სურათები და ფაილები გადადის ახალ სისტემაში; ძველი მისამართები ახალზე გადამისამართდება.
პანელი
საკუთარი სამართავი პანელი — მხოლოდ ის, რაც თქვენს საქმეს სჭირდება, ზედმეტი ტვირთის გარეშე.
კავშირი პროექტის დროს. პროექტის აღების შემდეგ კავშირს ვინარჩუნებთ WhatsApp-ით ან Telegram-ით — შეძლებისდაგვარად მუდმივად. ყველა დეტალს კლიენტთან ერთად განვიხილავთ, გთავაზობთ ვარიანტებს და ვთანხმდებით — რათა პროექტი ბოლომდე დაზუსტდეს და სრული შედეგი მიიღოთ.