მოდული 1
საიტის ჩატი
ცოცხალი ჩატი ოთახებით, რეაქციებით, პასუხებით, ფოტოებით, მოდერაციით და VIP წევრების ანიმაციური სახელებით. ეს ნამდვილი მოდულია — დემოში მხოლოდ სერვერია ჩანაცვლებული გამოგონილი თანამოსაუბრეებით.
- დაწერე შეტყობინება — გიპასუხებენ
- დააჭირე შეტყობინებას და დაარეაგირე
- ნახე, ვინ დაარეაგირა
- გადართე ოთახი
- შეცვალე ფერი და ფონი პარამეტრებში
- 20 წამში გამოჩნდება „სიახლე“
- ადმინის რეჟიმი — მიმაგრება, წაშლა, დადუმება
ნამდვილ საიტზე: შეტყობინებები ბაზაში ინახება, სტუმრებს აქვთ შეზღუდვები (ნელი რეჟიმი, ბმულების აკრძალვა, სიტყვების ფილტრი), ადმინს — მოდერაციის პანელი. ჩატი ასევე მუშაობს როგორც პატარა ფანჯარა ყველა გვერდის კუთხეში.
პრინციპი
როგორ მუშაობს ჩათი
- 1
წერ შეტყობინებას
ტექსტი, სმაილი, ფოტო, პასუხი ციტატით ან მოხსენიება — Enter აგზავნის.
- 2
სერვერი ამოწმებს
ნელი რეჟიმი, ბმულების აკრძალვა სტუმრებისთვის, სიტყვების ფილტრი და დადუმებულთა სია.
- 3
ინახება ბაზაში
შეტყობინება, მისი ოთახი და რეაქციები — გვერდის დახურვის მერეც ადგილზეა.
- 4
ჩნდება ყველას ეკრანზე
ბრაუზერი რამდენიმე წამში ერთხელ ეკითხება სერვერს ახალს: შეტყობინებები, „წერს…" და ვინ არის ახლა ოთახში.
- 5
მოდერატორი მართავს
მიმაგრება ოთახის თავში, წაშლა, დადუმება წუთებით — და „სიახლე", რომელიც პიკის დროს თავისით ჩნდება.
მიმოწერა
- შეტყობინება მაშინვე ჩნდება ოთახში
- Shift+Enter — ახალი ხაზი
- ახალი შეტყობინებები მოდის გვერდის განახლების გარეშე
- „წერს…" ინდიკატორი
- პასუხი ციტატით
- მოხსენიება სახელზე დაჭერით
- სმაილების პანელი — 110 სმაილი
- ფოტო შეტყობინებაში
- ტელეფონიდან წერა და გაგზავნა
რეაქციები და ოთახები
- რეაქცია ექვსიდან ერთი დაჭერით
- „ვინ დაარეაგირა" სია
- სამი ოთახი წაუკითხავის ნიშნით
- ყველა ოთახს თავისი შეტყობინებები და მისამართი აქვს
- „ახლა აქ" — ვინ არის ოთახში
იერი
- VIP სახელების ანიმაციური ეფექტები
- ჯგუფის ნიშნები სახელთან: VIP, მოდერატორი, მთარგმნელი
- ფონი 11 ვარიანტიდან ან საკუთარი სურათი
- ავატარი გალერეიდან ან საკუთარი ფოტო
- პარამეტრები: ხმოვანი სიგნალი, ბრაუზერის შეტყობინება, ტექსტის ზომა
- არჩეული იერი ახსოვს გვერდის ხელახლა გახსნისას
მოდერაცია
- მიმაგრებული შეტყობინება ოთახის თავში
- მასზე დაჭერა გადადის იმ შეტყობინებაზე
- „სიახლე" თავისით ჩნდება
- სტუმარს მოდერატორის ხელსაწყოები არ უჩანს
- საკუთარ შეტყობინებას თვითონ შლის
- მოდერატორი შლის სხვის შეტყობინებას
- მოდერატორი ამაგრებს სხვა შეტყობინებას
- დადუმება: რამდენი წუთით და რა მიზეზით
რაც ამ დემოში ვერ მოწმდება
- სტუმრის მიერ საკუთარი სახელის არჩევა — ფორმა ჩათშია, მაგრამ დემოში შესული წევრის სახით ხარ და არ ჩანს.
- სიმღერის ჩაგდება შეტყობინებაში — ღილაკი იხსნება, დემოში სიმღერების ძებნა გამორთულია.
გინდა ასეთი მოდული შენს საიტზე?
მოგვწერე, რა გჭირდება — მოვარგებთ შენს საიტს, ძრავსა და დიზაინს.



