გამოწერის ფანჯარა
საიტის იერზე მორგებული მოწვევა: როდის გამოჩნდეს, რა ეწეროს და რამდენ ხანში შეახსენოს — თქვენ წყვეტთ. მომხმარებელი ერთი დაჭერით ეთანხმება ან უარს ამბობს.
GENX® / ENGINEERING / PUSH
ვაწყობთ ფუშ შეტყობინებების სრულ სისტემას თქვენს საკუთარ სერვერზე: გამოწერა, კამპანიები, ავტომატური გაგზავნა, სტატისტიკა და სრული მართვა თქვენივე პანელიდან. ერთხელ აეწყობა — და თქვენია, გამომწერების რაოდენობაზე მიბმული გადასახადის გარეშე.
ცოცხალი მაგალითი
მარჯვნივ სამი ნაბიჯია: მნახველს მოწვევა გამოუჩნდება, ბრაუზერი ნებართვას სთხოვს, შემდეგ კი შენი შეტყობინება მიუვა. ეს გვერდი მხოლოდ გიჩვენებს — არავის იწერს და არაფერს აგზავნის.
shop.example.ge
აქ შენი საიტი გამოჩნდება
ასე ხედავს მნახველი მოწვევას შენს საიტზე — ქვემოთ, მარჯვენა მხრიდან.
shop.example.ge-ს სურს
შეტყობინებების ჩვენება
რიცხვები სადემონსტრაციოა — ნამდვილ პანელში ისინი თქვენი გამომწერებიდან მოდის.
რა შედის სისტემაში
საიტის იერზე მორგებული მოწვევა: როდის გამოჩნდეს, რა ეწეროს და რამდენ ხანში შეახსენოს — თქვენ წყვეტთ. მომხმარებელი ერთი დაჭერით ეთანხმება ან უარს ამბობს.
შეტყობინებას აქვს სათაური, ტექსტი, დიდი სურათი, იქონი და ორამდე ღილაკი — თითო საკუთარი ბმულით. დაჭერა პირდაპირ საჭირო გვერდს ხსნის.
ყველას, მხოლოდ რეგისტრირებულებს, მხოლოდ სტუმრებს, მხოლოდ ტელეფონებს ან კომპიუტერებს. საცდელი გაგზავნა — მხოლოდ თქვენს მოწყობილობაზე, სანამ ყველას გაუშვებთ.
შეტყობინება იგზავნება ახლავე ან თქვენ მიერ არჩეულ დღესა და საათზე. დაგეგმილის შეცვლა და გაუქმება გაგზავნამდე ნებისმიერ დროს შეიძლება.
რამდენმა გამოიწერა, რამდენმა თქვა უარი, რამდენს გამოუჩნდა, რამდენმა დააჭირა და რამდენმა დახურა — თითო კამპანიაზე ცალკე და მთლიანად.
iPhone-ზე მომხმარებელს ნაბიჯ-ნაბიჯ ვაჩვენებთ, როგორ დაამატოს საიტი მთავარ ეკრანზე. თუ მობილური აპლიკაციაც გაქვთ, იგივე პანელი მასაც უგზავნის.
გამოწერის გათიშვა ერთი გადამრთველია პროფილში ან საიტზე. გათიშულს აღარაფერი მიუვა — სისტემა ამას თავად ითვალისწინებს.
გამომწერების სია, კამპანიები და გასაღებები თქვენს სერვერზე და თქვენს ბაზაში ინახება. გარე კომპანიის ანგარიში და მისი პანელი საჭირო არ არის.
ავტომატიზაცია
ერთხელ დააყენებთ წესებს — დანარჩენს სერვერი თვითონ აკეთებს, დღე და ღამე, ადამიანის გარეშე.
რატომ საკუთარ სერვერზე
პირდაპირ და გასაგებად. სისტემა თქვენს არსებულ სერვერზე მუშაობს — ცალკე ჰოსტინგი მას არ სჭირდება. შეტყობინებას მოწყობილობამდე თვითონ ბრაუზერების მწარმოებლების არხები აწვდის (Google, Apple, Mozilla) და ეს მიწოდება უფასოა. აწყობის შემდეგ ცვლილებები ან ახალი ფუნქციები, თუ დაგჭირდათ, ცალკე შეკვეთაა.
სად მუშაობს
Chrome, Samsung Internet, Firefox
მუშაობს პირდაპირ ბრაუზერიდან
Chrome, Edge, Firefox, Safari
მუშაობს პირდაპირ ბრაუზერიდან
iOS 16.4 და ახალი
საიტი მთავარ ეკრანზე უნდა დაემატოს — ამას ნაბიჯ-ნაბიჯ ვაჩვენებთ
Android და iOS (Flutter)
იგივე პანელიდან, Firebase-ის უფასო არხით
სისტემა ჩვენსავე ვიდეოპლატფორმაზე მუშაობს ყოველდღიურ რეჟიმში — იქიდან გამოცდილი გადაწყვეტა მოგვაქვს თქვენს საიტზე და ვარგებთ თქვენს ძრავს: WordPress, DataLife Engine ან საკუთარი სისტემა.
მოგვწერე, რა საიტი გაქვს და რისი შეტყობინება გინდა — გეტყვით, როგორ აეწყობა და რა ვადაში.