ვებ გვერდის შექმნა · აწყობა · გაშვება
საიტის დამზადება
ვაკეთებთ საიტებს, რომლებიც ბიზნესს მუშაობაში ეხმარება: ინდივიდუალური დიზაინი, სწრაფი ჩატვირთვა ტელეფონზე, მართვის მარტივი პანელი და Google-ისთვის სწორად აწყობილი სტრუქტურა. დიზაინი, კოდი და სერვერი — ერთი გუნდისგან.
რას ნიშნავს საიტის დამზადება ჩვენთან
ვებ გვერდის შექმნა მხოლოდ ლამაზი დიზაინი არ არის. საიტი უნდა იტვირთებოდეს სწრაფად, კარგად ჩანდეს ტელეფონზე, მარტივად იმართებოდეს და Google-მა სწორად წაიკითხოს. ამიტომ საიტის აწყობაზე ერთი გუნდი მუშაობს: ვგეგმავთ სტრუქტურას, ვქმნით დიზაინს, ვწერთ კოდს, ვამზადებთ სერვერს და ვუშვებთ.
ჩვენი საიტი, genx.ge, ასევე ჩვენი ნამუშევარია: აქ ნახავთ ცოცხალ დემოებს, მზა მოდულებს და რეალურ სტატისტიკას. ამ გვერდებზე ჩანს, როგორ ვმუშაობთ.
რას მიიღებთ
ინდივიდუალური დიზაინი
შაბლონის გარეშე. დიზაინს თქვენი ბრენდის, მომხმარებლისა და მიზნის მიხედვით ვქმნით.
ტელეფონზე მორგებული
ვიზიტორების უმეტესობა ტელეფონიდან შემოდის, ამიტომ ყოველ გვერდს პატარა ეკრანზეც ვამოწმებთ.
სიჩქარე
ოპტიმიზებული სურათები, WebP, ქეში და HTTP/3. გვერდი ნელ ინტერნეტზეც სწრაფად იხსნება.
Google-ზე მორგებული სტრუქტურა
სათაურები, აღწერები, საიტმაპი, robots.txt, სტრუქტურირებული მონაცემები (schema) და ორენოვანი hreflang.
მართვის პანელი
ტექსტებს, სურათებს და გვერდებს თავად ცვლით, პროგრამისტის გარეშე.
სერვერი და უსაფრთხოება
HTTPS, დაცვა ბოტებისგან, სარეზერვო ასლები და მონიტორინგი.
რა ტიპის საიტებს ვაკეთებთ
- ბიზნესის და კორპორატიული საიტი: კომპანიის, სერვისების და კონტაქტის გვერდები შეკვეთის ფორმით.
- ონლაინ მაღაზია: კატალოგი, კალათა, ონლაინ გადახდა და შეკვეთების მართვა.
- ლენდინგ გვერდი: ერთი გვერდი ერთი მიზნისთვის, რეკლამისა და კამპანიისთვის.
- ვებაპლიკაცია და პორტალი: პირადი კაბინეტი, რეგისტრაცია, ჩატი, სტატისტიკა.
- ვიდეო საიტი: საკუთარი ფლეიერი, კატალოგი და ვიდეოს მართვა.
როგორ მიმდინარეობს საიტის აწყობა
- განხილვადეტალურად ვარკვევთ თქვენს მოთხოვნებსა და მიზნებს.
- დაგეგმვავადგენთ დეტალურ გეგმას და ვადებს.
- დიზაინითანამედროვე, მომხმარებელზე მორგებული დიზაინი.
- დეველოპმენტივაშენებთ პროექტს რეგულარული განახლებებით.
- ტესტირებახარისხის შემოწმება და საბოლოო ტესტები.
- გაშვებავუშვებთ და ვაგრძელებთ მხარდაჭერას.
ტექნოლოგიები
პროექტისთვის საჭირო ინსტრუმენტს ვირჩევთ: WordPress მაშინ, როცა კლიენტს თავად სურს კონტენტის მარტივად მართვა; Laravel / PHP და Node.js რთული ლოგიკისთვის; React ინტერაქტიული ინტერფეისისთვის; MySQL / PostgreSQL მონაცემებისთვის. საიტს მობილური აპლიკაციით (Flutter) ან Smart TV აპით გავაგრძელებთ, თუ ბიზნესს ეს სჭირდება.
ხშირი კითხვები
რა ღირს საიტის დამზადება?
ფასი დამოკიდებულია გვერდების რაოდენობაზე, დიზაინსა და ფუნქციებზე (მაღაზია, კაბინეტი, ენები, ინტეგრაციები). შეკვეთის ფორმაში მიუთითეთ სავარაუდო ბიუჯეტი და გეტყვით, რა არის მისით შესაძლებელი. დეტალურად ფასების გვერდზე.
რამდენ ხანში მზადდება საიტი?
ვადას მოცულობის მიხედვით ერთად ვადგენთ და დაწყებამდე ვათანხმებთ. აღებული პროექტის ვადა და მიმდინარე ეტაპი genx.ge-ის მთავარ გვერდზე ცოცხლად ჩანს.
ტექნიკური დავალება მჭირდება?
არა. საკმარისია ზოგადად აღწეროთ, რა გაქვთ ჩაფიქრებული. დაზუსტებაში დაგეხმარებით.
საიტს თავად შევცვლი?
დიახ. ტექსტებს, სურათებს, გვერდებს და პროდუქტებს მართვის პანელიდან ცვლით.
გაშვების შემდეგაც მეხმარებით?
დიახ. გაშვების შემდეგ ვაგრძელებთ ტექნიკურ მხარდაჭერას: განახლებები, უსაფრთხოება, ახალი ფუნქციები.



