WordPress · ინდივიდუალური თემა
საიტის დამზადება ვორდპრესზე
WordPress ყველაზე გავრცელებული სისტემაა, რომლითაც საიტს თავად მართავთ. ჩვენ ვაწყობთ ვორდპრესის საიტებს საკუთარი თემითა და მოდულებით, ასეულ ზედმეტ პლაგინს არ ვიყენებთ. შედეგად საიტი უფრო სწრაფი, უსაფრთხო და სტაბილურია.
რატომ WordPress
ვორდპრესში ტექსტის, სურათის, ახალი გვერდის ან ბლოგის სტატიის დამატება რამდენიმე წუთის საქმეა. სისტემას დიდი საზოგადოება ჰყავს და რეგულარულად ახლდება. ამიტომ მცირე და საშუალო ბიზნესის საიტისთვის ის ხშირად საუკეთესო არჩევანია.
genx.ge-იც WordPress-ზეა აწყობილი, საკუთარი თემითა და მოდულებით.
რით განსხვავდება ჩვენი ვორდპრესი
საკუთარი თემა
მზა თემის ზედმეტი კოდის გარეშე: მხოლოდ ის, რაც თქვენს საიტს სჭირდება.
მინიმუმ პლაგინები
სადაც შესაძლებელია, ფუნქცია თავად იწერება. ნაკლები პლაგინი ნიშნავს ნაკლებ დაუცველობას და ნაკლებ შენელებას.
სიჩქარე
ქეში, WebP სურათები, ზარმაცი ჩატვირთვა, მსუბუქი სკრიპტები.
SEO ჩაშენებული
სათაურები, აღწერები, საიტმაპი, schema, hreflang — დამატებითი SEO პლაგინის გარეშე.
მოდულები
ჩატი, სტატისტიკა, ფუშ შეტყობინებები, რეაქციები, ფილტრი — მზა მოდულები, რომლებიც თქვენს საიტზეც ჩაჯდება.
დაცვა
შესვლის დაცვა, ბოტების ფილტრი, განახლებები და სარეზერვო ასლები.
რა შეიძლება აიწყოს ვორდპრესზე
- ბიზნესის და კორპორატიული საიტი
- ონლაინ მაღაზია (WooCommerce ან საკუთარი კალათა)
- ბლოგი და საინფორმაციო პორტალი
- ვიდეო საიტი საკუთარი ფლეიერით
- საიტი პირადი კაბინეტით და რეგისტრაციით
ხშირი კითხვები
ჩემი არსებული ვორდპრესის საიტის გაუმჯობესება შეიძლება?
დიახ: სიჩქარე, დიზაინი, უსაფრთხოება, SEO და ახალი ფუნქციები. საჭიროების შემთხვევაში სხვა სისტემიდან WordPress-ზე გადმოტანაც (მიგრაცია) შეიძლება.
ვორდპრესი უსაფრთხოა?
სწორად აწყობილი და განახლებული — დიახ. პრობლემების უმეტესობა ძველი და ზედმეტი პლაგინებიდან მოდის, ამიტომ მათ მინიმუმამდე ვამცირებთ.



