ინტერნეტ მაღაზიის შექმნა
ონლაინ მაღაზიის დამზადება
ონლაინ მაღაზია ყიდის მაშინ, როცა პროდუქტი სწრაფად იძებნება, კალათა მარტივია და გადახდა იოლი. ვაწყობთ ინტერნეტ მაღაზიებს, რომლებშიც პროდუქტებს, ფასებს, მარაგს და შეკვეთებს თავად მართავთ.
რა აქვს ჩვენს ონლაინ მაღაზიას
კატალოგი და ფილტრი
კატეგორიები, ფასის, ზომის, ფერის და სხვა ფილტრები, ქართული და ლათინური ძებნა.
კალათა და შეკვეთა
მოკლე და გასაგები შეკვეთის გზა, ტელეფონზე ერთი ხელით სამართავი.
ონლაინ გადახდა
იმ გადახდის სისტემის მიერთება, რომელსაც თქვენ ირჩევთ.
შეკვეთების მართვა
სტატუსები, შეტყობინება ელფოსტით, მარაგის კონტროლი.
პროდუქტის გვერდები Google-ისთვის
Product schema, სწორი სათაურები და სურათები, რომ პროდუქტი ძიებაში გამოჩნდეს.
სტატისტიკა
რა ნახეს, რა იყიდეს, საიდან შემოვიდნენ — საკუთარი მთვლელით.
რისი დამატება შეიძლება
- ფუშ შეტყობინებები ახალ პროდუქტებსა და ფასდაკლებებზე
- ჩატი მყიდველთან, საიტზევე
- ორი ენა: ქართული და ინგლისური
- მობილური აპლიკაცია იმავე მაღაზიისთვის
ხშირი კითხვები
რომელ პლატფორმაზე აიწყობა მაღაზია?
მცირე და საშუალო მაღაზიისთვის ხშირად WordPress (WooCommerce ან საკუთარი კალათა), დიდი და სპეციფიკური მაღაზიისთვის კი Laravel. არჩევანს პროდუქტების რაოდენობისა და ლოგიკის მიხედვით ერთად ვაკეთებთ.
პროდუქტებს თავად დავამატებ?
დიახ, მართვის პანელიდან. თუ პროდუქტი ბევრია, ფაილიდან იმპორტსაც ვაწყობთ.



