ვებ დიზაინი · UI / UX
საიტის დიზაინი
კარგი დიზაინი ლამაზიცაა და გასაგებიც: ვიზიტორი პირველივე წამში ხვდება, სად არის და რა უნდა გააკეთოს. ვქმნით ვებ გვერდის დიზაინს თქვენი ბრენდისთვის, შაბლონების გარეშე, და მას თავადვე ვაქცევთ მოქმედ საიტად.
რას მოიცავს დიზაინი
სტრუქტურა (UX)
რა გვერდები გჭირდებათ, რა თანმიმდევრობით და სად დგას მთავარი ღილაკი.
ვიზუალი (UI)
ფერები, შრიფტები, ბადე, ღილაკები, ხატულები — ერთიან სისტემაში.
ქართული ტიპოგრაფია
ქართული ასოებისთვის შერჩეული შრიფტები და სწორი სტრიქონის სიმაღლე.
მობილური ვერსია
ყველა ბლოკი ცალკე ეწყობა პატარა ეკრანზე და არ არის უბრალოდ შემცირებული.
ანიმაცია
მსუბუქი, მიზანმიმართული მოძრაობა, რომელიც ყურადღებას მართავს და გვერდს არ ანელებს.
ხელმისაწვდომობა
კონტრასტი, ტექსტის გადიდება, კლავიატურით მართვა.
დიზაინიდან მოქმედ საიტამდე
ბევრი სტუდია დიზაინს ცალკე ხატავს, კოდს კი სხვა წერს, და შედეგი ხშირად ორიგინალს აღარ ჰგავს. ჩვენთან დიზაინსა და კოდზე ერთი გუნდი მუშაობს, ამიტომ საიტი ზუსტად ისე გამოიყურება, როგორც დამტკიცებულ დიზაინში.
ჩვენ ვქმნით ლოგოებს და ცოცხალ ბანერებსაც. მაგალითები იხილეთ ბანერების გვერდზე.
ხშირი კითხვები
მხოლოდ დიზაინს აკეთებთ, კოდის გარეშე?
შეგვიძლია, თუმცა საუკეთესო შედეგი მაშინ მიიღწევა, როცა დიზაინსაც და აწყობასაც ერთი გუნდი აკეთებს.
არსებული საიტის რედიზაინი შეიძლება?
დიახ. ვინარჩუნებთ იმას, რაც მუშაობს (მისამართები, Google-ის პოზიციები), და ვცვლით იმას, რაც ხელს უშლის.



