Landing page · ერთი გვერდი, ერთი მიზანი
ლენდინგ გვერდის დამზადება
ლენდინგ გვერდი ერთ მიზანზეა აწყობილი: ზარი, განაცხადი ან შეკვეთა. ის იდეალურია Facebook-ისა და Google-ის რეკლამისთვის, ახალი პროდუქტისა და კამპანიისთვის. ვაწყობთ ლენდინგს, რომელიც სწრაფად იტვირთება და ვიზიტორს მიზნამდე მიიყვანს.
კარგი ლენდინგის ნაწილები
პირველი ეკრანი
სამ წამში უნდა იყოს გასაგები: რას სთავაზობთ და რატომ თქვენ.
ერთი მოქმედება
ერთი მთავარი ღილაკი, ზედმეტი მენიუს და გაფანტვის გარეშე.
ნდობა
მაგალითები, ნამუშევრები, ხშირი კითხვები.
სიჩქარე
რეკლამიდან შემოსული ვიზიტორი ნელ გვერდს ხურავს, ამიტომ ყველა კილობაიტს ვზოგავთ.
ფორმა
მოკლე ფორმა, დაცვა სპამისგან, განაცხადი პირდაპირ ფოსტაზე ან პანელში.
გაზომვა
ნახვები, კლიკები და განაცხადები — რომ იცოდეთ, რომელი რეკლამა მუშაობს.
ანიმაცია და პრემიუმ ვიზუალი
სურვილის შემთხვევაში ლენდინგს ვამატებთ ცოცხალ ეფექტებს: ტექსტის ანიმაციას, 3D სცენას, ცოცხალ ბანერს. მათ ისე ვაწყობთ, რომ გვერდი არ შენელდეს. მაგალითები იხილეთ დემოების გვერდზე.
ხშირი კითხვები
ლენდინგი თუ სრული საიტი?
ერთი პროდუქტისთვის ან კამპანიისთვის ლენდინგი უფრო სწრაფი და იაფია. რამდენიმე სერვისისა და ხანგრძლივი SEO-სთვის კი სრული საიტი ჯობს. ლენდინგი შემდეგ საიტადაც შეიძლება გაფართოვდეს.



