100%

მოდული 2

genx.ge ფლეიერი და ვიდეო რეკლამა

genx.ge ფლეიერი — საკუთარი ფლეიერი ეპიზოდებით, ხარისხის არჩევით, გაგრძელებით იმავე წამიდან, შემდეგ ეპიზოდზე ავტომატური გადასვლით — და ჩაშენებული რეკლამით: ვიდეო რეკლამა (დასაწყისში, შუაში, ბოლოს) და ბანერები ფლეიერის შიგნით, თითოეულის მთვლელებით.

  • ჩართე — ჯერ რეკლამა გავა, „გამოტოვება“ რამდენიმე წამში ჩნდება
  • დააპაუზე — გამოჩნდება ბანერი
  • „ეპიზოდი 2“: HD ფაილი წაშლილია, ფლეიერი თავად გადადის SD-ზე
  • „ეპიზოდი 3“ 10 წამიანია — თავისით გადავა შემდეგზე
  • მარჯვნივ მთვლელები ცოცხლად იზრდება

ნამდვილ საიტზე: რეკლამა იმართება ადმინ-პანელიდან (VAST ბმული ან MP4, ბანერის ადგილისა და ზომის გადათრევით), ჩვენება ჯგუფების მიხედვით ირთვება (მაგ. VIP-ს არ უჩანს), მთვლელები ბაზაში გროვდება დღეების მიხედვით. დემოს ვიდეოები საჯარო სატესტო ფაილებია.

პლუს ვქმნით ინდივიდუალურ ფლეიერებს თქვენი მოთხოვნის შესაბამისად, სრულიად პრემიუმ დონის.

პრინციპი

როგორ მუშაობს ფლეიერი და რეკლამა

  1. 1

    გვერდი აძლევს სიას

    ვიდეოს ან ეპიზოდების ფაილები ხარისხებით, გახმოვანებით და სუბტიტრებით.

  2. 2

    ფლეიერი ირჩევს

    ხარისხს ინტერნეტის მიხედვით, ბოლო ეპიზოდს და წამს, სადაც მაყურებელი გაჩერდა.

  3. 3

    რეკლამა განრიგით

    დასაწყისში, შუაში ან ბოლოს; ბანერი პაუზაზე ან არჩეულ წუთზე; „გამოტოვება" დაყენებულ წამზე.

  4. 4

    ყველა მოვლენა ითვლება

    ჩვენება, 25 / 50 / 75%, ბოლომდე ყურება, გამოტოვება და კლიკი მიდის სერვერზე.

  5. 5

    ადმინი ხედავს რიცხვებს

    რეკლამების მიხედვით და დღეების მიხედვით — რეკლამის დამკვეთისთვის მზა ანგარიში.

ამ ფლეიერის ახალი ვერსია 56 ცოცხალი შემოწმებით — genx.ge ფლეიერის გვერდზე.

გინდა ასეთი მოდული შენს საიტზე?

მოგვწერე, რა გჭირდება — მოვარგებთ შენს საიტს, ძრავსა და დიზაინს.

პროექტის დაწყება ყველა დემო