მხარდაჭერა · უსაფრთხოება · მიგრაცია
საიტის ტექნიკური მომსახურება
საიტის გაშვება მხოლოდ დასაწყისია. სისტემას განახლება სჭირდება, სერვერს მეთვალყურეობა, ბიზნესს კი ახალი ფუნქციები. ვემსახურებით როგორც ჩვენ მიერ აწყობილ, ისე სხვის მიერ გაკეთებულ საიტებს.
რას ვაკეთებთ
განახლებები
სისტემის, თემისა და მოდულების უსაფრთხო განახლება, ჯერ სატესტო ასლზე.
უსაფრთხოება
შესვლის დაცვა, ბოტების ფილტრი, მავნე კოდის შემოწმება.
სარეზერვო ასლები
რეგულარული ასლები საიტის გარეთ შენახული.
სიჩქარე
გაზომვა და ოპტიმიზაცია: სურათები, ქეში, სერვერის პარამეტრები.
მიგრაცია
სხვა სისტემიდან ან ჰოსტინგიდან გადმოტანა მისამართების და Google-ის პოზიციების შენარჩუნებით.
ახალი ფუნქციები
ჩატი, სტატისტიკა, ფუშ შეტყობინებები, კაბინეტი — მზა მოდულებით ან თქვენზე მორგებულად.
ხშირი კითხვები
სხვა კომპანიის გაკეთებულ საიტს მოემსახურებით?
დიახ. ჯერ საიტს ვამოწმებთ და გეუბნებით, რა მდგომარეობაშია, შემდეგ კი ერთად ვგეგმავთ მუშაობას.



